''ჰუმან რაითს ვოჩი''-მა 2017 წლის მსოფლიო ანგარიში გამოაქვეყნა. 687-გვერდიან ანგარიშში, რომელშიც ორგანიზაცია ადამიანის უფლებების პრაქტიკას, 2016 წელს, 90-ზე მეტ ქვეყანაში განიხილავს, მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა საქართველოს.სახელმწიფო უშიშროების სამსახურების თავისუფალი წვდომა სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ქსელებზე, რაც რისკის ქვეშ აყენებს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დადგომის ნაკლებობა და არსებობა, ასევე მედია თავისუფლება და ელჯიბიტი თემის უფლებები-ეს არასრული ჩამონათვალია იმ საკითხების, რომელიც კვლევის ავტორებში, შეშფოთებას იწვევს.