დღეს საქართველოში ნადირობის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. აჭარის მონადირეთა და მეთევზეთა სპორტული ფედერაცია „მაჭახელას“ წევრები და მონადირეები ჭარნალი-ახალსოფლის ტერიტორიაზე, სანადირო სავარგულებზე შეიკრიბნენ.
ბათუმელმა მონადირეებმა სეზონის გამხსნელი პირველი გასროლა მეგობრისა და მონადირის გია შაქარიშვილის ხსოვნას მიუძღვნეს.
ნადირობა მხოლოდ გადამფრენ ფრინველზეა ნებადართული, რომელთა სახეობასაც და რაოდენობას კანონი არეგულირებს.
მონადირეებს ნადირობისთვის შესაბამისი ლიცენზია უნდა ჰქონდეთ.