სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა პაკისტანში ავტობუსის აფეთქებისას. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით ავტობუსი ნავთობმზიდს შეეჯახა. ინციდენტი ქალაქ მულთანთან მოხდა. გავრცელებული ცნობით, შესაძლოა მძღოლს ტრანსპორტის მართვისას ჩაეძინა. დაშავებულები ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.