დენდროლოგიურ პარკში ციხისძირიდან ხეების გადასატანად ხეები მზადაა. ''მთავარმა'' დააფიქსირა მაგნოლია, ჭადარი და ტიტა რომლებიც უკვე შემოსაზღვრულია და ტრანსპორტირებისთვისაა გამზადებული. ადგილზე მძიმე ტექნიკა ამ დრომდე მუშაობს, სადაც შესვლის უფლება ჩვენს გადამღებ ჯგუფს არ მიეცა. ხეებს გურიაში სამი სხვადასხვა ადგილიდან გადაიტანენ. ჩვენი ინფორმაციით სამუშაოებს კომპანია ,,ზიმო’’ ასრულებს.