სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტი ძველმა სახემ დაიკავა. ლაშა ჩავლეიშვილი 4 წელია დეპარტამენტში ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობს. ამ ეტაპზე ის უწყებაში რეორგანიზაციას არ აპირებს. სამთავრობო უწყებებში საკადრო ცვლილებები რეგიონის პირველი პირის თქმით, კვირის ბოლომდე უნდა დასრულდეს.