თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

12 აგვისტო 2022, 16:01 823 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ ფორუმზე დამსწრე ახალგაზრდებს დიდგორობის დღესასწაული მიულოცა და ქვეყნის წარმატებაში ახალგაზრდების როლს გაუსვა ხაზი.

"ჩვენს ქვეყანას, თითოეულ ქართველს ვულოცავ დიდგორობას, უდიდესი გამარჯვების დღეს. სიმბოლურია, რომ დღეს მსოფლიო აღნიშნავს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს. ჩვენი მიზანია შევქმნათ ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი - განათლებული ახალგაზრდობა ჩვენს ქვეყანაში.

ახალგაზრდებს ვულოცავ დღევანდელ დღეს და ვუსურვებ დიდ გამარჯვებას” - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ახალგაზრდობის სააგენტოსა და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით გამართული ფორუმის მიზანია, მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდების საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობის მხარდაჭერა, მათი გააქტიურება და ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ სერვისებთან დაკავშირებით ინფორმირება.

დღესვე, ბათუმში გაიმართება ახალგაზრდული ფესტივალი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი