სამეფო კლუბმა თავისი მეხუთე სუპერთასი მოიგო

11 აგვისტო 2022, 10:20 195 ნახვა

სამეფო კლუბმა თავისი მეხუთე სუპერთასი მოიგო, ამით კარლო ანჩელოტის გუნდი მილანსა და ბარსელონას დაეწია. რეალს ბოლოს ეს ტიტული 5 წლის წინათ ჰქონდა მოგებული.

ჰელსინკიში უეფას სუპერთასის მატჩში ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული რეალ მადრიდი და ევროპალიგის ტრიუმფატორი ფრანკფურტის აინტრახტი დაუპირისპირდნენ.

დავიდ ალაბასა და ქარიმ ბენზემას გოლებით რეალმა 2:0 გაიმარჯვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში