დღეიდან, 3 დღის განმავლობაში, დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მატარებლები არ იმოძრავებენ

09 აგვისტო 2022, 10:27 2109 ნახვა

9, 10 და 11 აგვისტოს მატარებლები დასავლეთ საქართველოს მიმართულებით არ იმოძრავებენ. შეწყდება სატვირთო მატარებლების მოძრაობაც.

მიმოსვლის შეჩერების მიზეზად მიმდინარე მოდერნიზაციის პროცესი სახელდება. 249 მლნ დოლარის ღირებულების პროექტი გამტარუნარიანობის გაზრდასა და უსაფრთხოების პარამეტრების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში შენდება ახალი გვირაბები, სარკინიგზო ხიდები, რეაბილიტაცია უტარდება რამდენიმე ქვესადგურს. პროექტის დასრულების შემდეგ, შემცირდება სამგზავრო მატარებლების გადაადგილების დრო.

მატარებლით გადაადგილება მგზავრებისთვის შესაძლებელი იქნება მხოლოდ ხაშურისა და ბორჯომის მიმართულებით. 

რკინიგზაში აცხადებენ, რომ მოძრაობა სრულად 12 აგვისტოდან განახლდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი