500-ზე მეტ დევნილ ოჯახს ფართები დაუკანონდა - ლევან დავითაშვილი

08 აგვისტო 2022, 16:18 729 ნახვა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობის განკარგულებით,  500-ზე მეტ დევნილ ოჯახს თბილისსა და რეგიონებში საცხოვრებელი ბინები, დამხმარე ფართები და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები გადაეცემათ, - ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

დევნილებს ფართები დაუკანონდა: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, მცხეთაში, წყალტუბოში, ხონში და აბაშაში.

"დღეს მთავრობამ მიიღო რამდენიმე განკარგულება, მათ შორის არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი, რომლის თანახმადაც 500-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა საკუთრებაში, დაუკანონდა ფართები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე: ზუგდიდი, მცხეთა, წყალტუბო, ხონი, აბაშა, თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი - ამ დიდ ქალაქებშიც და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც.

ჯამში გადაეცა როგორც საცხოვრებელი ფართები, ისე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. ამ პროექტზე ჩვენ ვმუშაობდით ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად იმისთვის, რომ ზუსტად მოგვეხდინა შეფასება, რომ კონკრეტულად ეს დევნილი ოჯახები მიზნობრივად დანიშნულებისამებრ არაკომერციულად იყენებენ საცხოვრებელ ფართებს," - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი