კანადის ქალაქ ჰალიფაქსში ნიჩბოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 6 აგვისტოს ფინალური ორთაბრძოლები გაიმართა. ვაჟთა შორის ერთადგილიანი კანოეთი 200 მეტრზე საქართველოს კანოეს ფედერაციის პრეზიდენტმა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებულმა და პრიზიორმა ზაზა ნადირაძემ მე-5 ადგილი დაიკავა.
ცნობისთვის 28 წლის ზაზა ნადირაძე ერთადგილიანი კანოეთი ევროპის 2018 წლის ჩემპიონია.
2017 წელს მან მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-2, ხოლო ევროპაზე მე-3 შედეგები აჩვენა, 2019-ში კი მსოფლიოზე მესამე იყო.
დღეს, 7 აგვისტოს ერთადგილიანი კაიაკით 200 მეტრზე მედლებისთვის 23-წლამდელებში ევროპის ჩემპიონი ბადრი ყაველაშვილი იბრძოლე