საქართველოს ნაკრების ორი მოთამაშე, თედო აბჟანდაძე და ოთარ გიორგაძე კარიერას ტოპ 14-ის „ბრივიდან“ პრო D2-ის „მონტობანში“ გააგრძელებენ.
23 წლის თედო აბჟანდაძემ ტოპ 14-ის 3 სეზონში 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ასევე „ბრივის“ მაისურით ჩაატარა რამდენიმე მატჩი ჩელელენჯ ქაფზე. თედო სანაკრებო დონეზეც ლიდერობს – ზაფხულის ტესტ-მატჩში იტალიასთან საქართველოს ნაკრების 28 ქულიდან 20 მის ანგარიშზეა.
26 წლის გიორგაძე „კლერმონში“ თამაშობდა, მას ტოპ 14-ში 50-ზე მეტი მატჩი დაუგროვდა. ის საქართველოს ნაკრების წევრიცაა, სადაც 32 მატჩი აქვს ჩატარებული“.