დავითაშვილი და აზაროვი „დინამო“ ბათუმს ტოვებენ

01 აგვისტო 2022, 10:16 710 ნახვა

ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ დაადასტურა, რომ კლუბს ორი ფეხბურთელი - ზურიკო დავითაშვილი და ირაკლი აზაროვი ტოვებენ.

როგორც მან აღნიშნა, ფეხბურთელების აგენტი მამუკა ჯუღელი უცხოეთშია წასული და ორივე მათგანის ტრანსფერზე მუშაობს და წესით, გარიგებას წინ აღარაფერი უნდა დაუდგეს, რაც "დინამოს" ფინანსურად გააძლიერებს, ამ თანხას კი გაძლიერებისთვის და გამოცდილი ლეგიონერების ჩამოყვანისთვის გამოიყენებენ. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მამუკა ჯუღელმა განაცხადა, რომ ზურიკო დავითაშვილისა და ირაკლი აზაროვის დამატება სერია A-ს გუნდებს სურთ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი