6 აგვისტოს შუამთობა იწყება

31 ივლისი 2022, 11:49 1257 ნახვა

შუამთობა  6 აგვისტოს გაიმართება. შუამთობის დღესასწაულს ყველა იალაღზე აღნიშნავენ და როგორც ორგანიზატორები ამბობენ წელს იქნება სიახლეებიც.

კონცერტში ადგილობრივი  მუსიკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლების გარდა,  მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული მუსიკოსებიც.

შუამთობა იქნება სპორტული  და გასართობის ღონისძიებებით დატვირთული. იქნება გამოფენაც, სადაც წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთები და ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქცია.     

მასშტაბური ღონისძიება  კი ტრადიციულად კურორტ ბეშუმში გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში