ღია მმართველობის საბჭოს სხდომა უმაღლეს საბჭოში 

31 ივლისი 2022, 12:03 733 ნახვა

წუთიერი დუმილით გაიხსნა აჭარის უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის საბჭოს სხდომა. ამ ფორმით დეპუტატებმა  გუდაურში სამაშველო ოპერაციისას  დაღუპულთა  ხსოვნას  პატივი  მიაგეს. 

ღია მმართველობის  საბჭოს სხდომაზე 2022-24 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.

სტრატეგია უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას გულისხმობს. სამოქმედო გეგმაში გაწერილია რომ უმაღლესმა საბჭომ უნდა უზრუნველყოს  მის საკანონმდებლო და საზედამხედველო  საქმიანობაში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდა, ცნობიერების  ამაღლება და გამჭვირვალობა.

დოკუმენტის  შემუშავებაში მესამე სექტორიც მონაწილეობდა, სტრატეგიაში აისახა მოსწავლეთა ინიციატივებიც, სამი  გამარჯვებული იდეა  კონკურსის  გზით შეირჩა, მათი ავტორები  სხდომაზე   დააჯილდოვეს. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი