ჩრდილოეთ კორეა ნებისმიერი სამხედრო შეტაკებისთვის მზად არის - კიმ ჩენ ინი

28 ივლისი 2022, 14:05 1074 ნახვა

ჩრდილოეთ კორეა მზადაა  ბირთვული ომის შესაკავებლად საშუალებების  მობილიზებისთვის და აშშ-სთან ნებისმიერი სამხედრო შეტაკებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად - აცხადებს ქვეყნის ლიდერი.

კიმ ჩენ ინმა გააკრიტიკა სამხრეთ კორეის ახალი პრეზიდენტი და სეული გააფრთხილა, რომ ომის ზღვარს უახლოვდება. ამის შესახებ კიმ ჩენ ინმა კორეის ომის საომარი მოქმედებების შეწყვეტიდან 69-ე წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა.

ფხენიანის მიმართ მტრული პოლიტიკის გატარება ხელს უშლის მოლაპარაკებების განახლებას, რომელიც ბირთვულ ამბიციებზე უარის შემთხვევაში, ქვეყანაზე დაწესებული სანქციების შერბილებას გულისხმობს - ამბობს კიმ ჩენ ინი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი