უკრაინის კონტრშეტევა ხერსონის ოლქში წარმატებულად მიმდინარეობს

28 ივლისი 2022, 10:37 643 ნახვა

დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო შეტევა განახორციელეს კიევის ოლქის ვიშგოროდის რაიონზე. ინფორმაცია მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ჯერ დაზუსტებული არ არის.

ბელარუსის ქალაქ გომელთან მდებარე ზიაბროვკის აეროდრომიდან უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით 12-მდე რაკეტა ისროლეს. ბელარუსიდან ნასროლი ერთ-ერთი რაკეტა უკრაინის ჩერნიგოვის ოლქში აფეთქდა.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთ უკრაინაში 66 რუსი დამპყრობელი გაანადგურეს და მტრის ხუთ საყრდენ პუნქტს დაარტყეს.

ოპერატიული სარდლობა იუწყება, რომ უკრაინულმა თვითმფრინავმა მტერს 5 დარტყმა მიაყენა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ხერსონის მიმართულებით დაწყებული კონტრშეტევა წარმატებით მიმდინარეობს. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში