დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში მდებარე საცხოვრებელ კორპუსზე რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მთავარი სამმართველო ავრცელებს. თავდასხმა ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე მოხდა.
თავდასხმის შედეგად განადგურდა ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი გადარჩენილის ამოყვანა შეძლეს, ერთი კი დაიღუპა.