მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრა

26 ივლისი 2022, 19:20 507 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) მმართველი კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის წესებსა და განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრეს, სასამართლო პრაქტიკაში არსებული გამოწვევები და ხარვეზები მიმოიხილეს და მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში რეგიონების ჩართულობის ხარისხის გაზრდის შესახებ იმსჯელეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში