გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობა დაადგინა. ომს 5 ათას 237 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ხოლო 7 ათას 35 დაშავდა. ეს არის მონაცემები 24 თებერვლიდან 24 ივლისის ჩათვლით. დაღუპულთა შორის სულ მცირე 348 ბავშვია, 560 კი დაშავდა.
მხოლოდ ივლისში ორგანიზაციამ დაადასტურა მშვიდობიანი მოსახლეობის გარდაცვალების ან დაშავების ათას 165 შემთხვევა.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის განცხადებით, რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია, რადგან შეფერხებულია ინფორმაციის მოპოვება ზოგიერთი ადგილიდან, სადაც ინტენსიური ბრძოლები გრძელდება. ეს ეხება მარიუპოლს, იზიუმს, ლისიჩანსკის, პოპასნასა და სევეროდონეცკის დასახლებებს.