ბათუმში უბნებს შორის საფეხბურთო შეჯიბრებამ სტარტი აიღო.
ზაფხულის თასი - ასე ჰქვია ტურნირს, რომელშიც ამ ეტაპზე 12 გუნდი მონაწილეობს, მათ შორის გამარჯვებული 10 აგვისტოს გამოვლინდება.
მოყვარული ფეხბურთელების შეჯიბრების ორგანიზებას ახალგაზრდები უწევენ.
ტურნირი წელს მესამედ იმართება და მისი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების და სპორტის პოპულარიზაციაა.