იაპონიის ელჩი ქედაში

25 ივლისი 2022, 17:25 808 ნახვა

ქედის მუნიციპალიტეტში იაპონიის ელჩი იმყოფებოდა.  იმამურა აკირამ ქედის მუნიციპალიტეტს ოფიციალურად გადასცა იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში შეძენილი შშმ პირებზე ადაპტირებული ენერგოეფექტური საზოგადოებრივი ეკო ავტობუსი. ავტობუსი მთლაიანად დაბის ტერიტორიაზე დღეში რამდენჯერმე გაივლის, დილის 9 საათიდან 8 საათამდე. გრანტი 77,235 დოლარს შეადგენს. მანამდე ელჩი ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა და მიმდინარე საგრანტო პროგრამები გააცნო.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში