ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი მოსკოვთან შესაძლო მოლაპარაკების თაობაზე უკრაინას მიმართავს და მოუწოდებს, რომ არ წავიდეს კომპრომისზე. ამის შესახებ მან გერმანულ არხთან ინტერვიუში განაცხადა. კისინჯერის თქმით, როგორიც არ უნდა იყოს მოლაპარაკება, უკრაინამ თავისი ტერიტორიები არ უნდა დათმოს. „როგორც არ უნდა იყოს, მოლაპარაკებები აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს მსხვერპლის თავიდან აცილებას. უკრაინა არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავიდეს კომპრომისზე, უკრაინამ თავისი ტერიტორიები არ უნდა დათმოს“, - აღნიშნა კისინჯერმა.