უკრაინელები არასოდეს იტყვიან უარს დამოუკიდებლობაზე, ისინი არ გატყდებიან შიგნიდან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. მისი თქმით, ექვსთვიანი ომის მიუხედავად, მიმდინარე კვირაში ქვეყანა სახელმწიფოებრიობის დღეს აღნიშნავს, რადგან უკრაინელებს ვერ გატეხენ. ზელენსკის განცხადებით, ახლა ერთიანობის დაცვა, გამარჯვებისთვის ერთობლივი მუშაობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანა, რომელიც ყველამ უნდა შეასრულოს.