უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე წერს, რომ რაც უფრო შორს გაფრინდება ჰაიმარსის რაკეტები, მით უფრო მალე დასრულდება ომი. ამიტომ, დასავლეთს მოუწოდებს უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები მიაწოდოს.
,,ნაკლები სამოქალაქო მსხვერპლი, ნაკლები ეკონომიკური ზეწოლა ევროპაში, ნაკლები რუსული მიგრაცია და საკვების შანტაჟი. ჰაიმარსი - რუსული ამპარტავნების დიდი დამრღვევი“, - წერს პოდოლიაკი.