დახმარების ახალი პაკეტი უკრაინას. ამერიკამ უკრაინისთვის 270 მილიონიანი ახალი დახმარების პაკეტი დაამტკიცა.
პენტაგონის პრესმდივნის განცხადებით, პაკეტი მოიცავს საშუალო დისტანციის სარაკეტო სისტემებსა და ტაქტიკურ დრონებს, ასევე 4 ერთეულ ჰაიმარს-ის ტიპის სარაკეტო გამშვებ სისტემას.
ჯონ კირბის თქმით, უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების ჯამური მოცულობამ უკვე 8,2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.