ბინები ეკომიგრანტებისთვის

21 ივლისი 2022, 14:40 1182 ნახვა

აჭარაში სახელმწიფო დაფინანსებით საცხოვრებელი ფართები კიდევ 12-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა.  

ფართების რეგისტრაცია აჭარის  ჯანდაცვის სამინისტროს 2022 წლის პროგრამის - „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ ფარგლებში განხორციელდა.  

პროგრამა 2016 წლიდან ხორციელდება, წელს თანადაფინანსება 30 000 ლარამდე გაიზარდა. „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ბიუჯეტი 3 მილიონ ლარს შეადგენს.

პროგრამით გათვალისწინებულია ჯამში 100 საცხოვრებლის შეძენა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი