17 მარტი 2017, 20:00 405 ნახვა

დღევანდელ გადაცემაშია: ანა კორძაია–სამადაშვილის მოთხრობების კრებული მსოფლიოს ქალი–ავტორების საუკეთესო ნამუშევრების სიაში შევიდა. საქართველოს სახალხო არტისტს, კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილს სპეციალური ჯილდო,”ხელოვნების ქურუმი” მიენიჭა. „მუსიკალურ კალენდარში“ მოგითხრობთ როკ-ჯგუფის "Three Dog Night" ჰიტის "Mama Told Me" შესახებ და გაგაცნობთ ინგლისელი როკ–მომღერლის, ბონი ტაილერის შემოქმედებას და მისი ჰიტის „Total Eclips of The Heart“ შექმნის ისტორიას. გაეცნობით კულტურის, კინოსა და მუსიკის სიახლეებს - მომღერალ რიანას ქველმოქმედებისათვის პიტერ გომესის სახელობის პრემია მიენიჭა, ჰოლივუდის კინოვარსკვლავი, ორი „ოსკარის“ მფლობელი ტომ ჰენქსი თავისი პირველი წიგნის გამოსაშვებად ემზადება და შეიტყობთ აგრეთვე, შოუ-ბიზნესის სხვა სიახლეებს.