14 აპრილი 2017, 20:00 381 ნახვა

მუსიკალურ-შემეცნებითი გადაცემა „შაბათიდან შაბათამდე“. დღევანდელ გადაცემაშია: ნიუ-იორკში ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ მოდის „ოსკარად“ წოდებული პრიზი მიიღო. საგასტროლო ტურის შემდეგ, ნინო ქათამაძე ამერიკაში, „ლინკოლნ ცენტრში’ კონცერტებს გამართავს „მუსიკალურ კალენდარში“ გაგაცნობთ შვედური დუეტის „როქსეტის“ ჰიტის «The Look»-ისა და ამერიკელი მომღერლის პერსი სლეიჯის სინგლის «When a Man Loves a Woman» შექმნის ისტორიებს. გაეცნობით კულტურის, კინოსა და მუსიკის სიახლეებს - ამერიკული ჯგუფის The Doors დაარსების 50-ე წლის აღსანიშნავად სიმღერების ახალი კრებული გამოვიდა, ბენედიქტ კამბერბეტჩის ახალი როლი ფანტასტიურ ფილმში „როგორ შევაჩეროთ დრო“, ლედი გაგა მსოფლიო ტურს იწყებს და შეიტყობთ აგრეთვე, შოუ-ბიზნესის სხვა სიახლეებს.