გეოლოგების დასკვნა

11 მაისი 2016, 00:00 4667 ნახვა

გეოლოგების დასკვნით, ტაკიძეებში მცხოვრებ ექვს ოჯახს საფრთხე არ ემუქრება-აცხადებს  ქედის გამგებელი. რაც შეეხება ალიშანიძეების ოჯახს დავით დუმბაძის  ინფორმაციით,  გეოლოგები მათ მდგომარეობას  სწავლობენ. დაზარალებულებისთვის კი მუნიციპალიტეტის მიერ შეთავაზებული დახმარება მიუღებელია. მათი მტკიცებით,  დავით დუმბაძე საცხოვრებლად დაბა ქედაში არსებულ ეკომიგრანტთა საცხოვრებელ სახლში 40 კვადრატულ მეტრ ბინას, მეზობელ სოფელში არსებულ საუკუნოვან ხის სახლს, ან 25 ათას ლარს სთავაზობს, რაზეც დაზარალებულები უარს იმ მოტივით ამბობენ, რომ მრავალწევრიანი ოჯახი 40 კვადრატში ვერ მოთავსდება, ხოლო ასწლოვანი ხის სახლი დაზიანებულია. სახლის შესაძენად, არასაკმარისად მიიჩნევენ, შეთავაზებულ ფულად დახმარებასაც. ქედის გამგებლის განმარტებით, სხვა სახის დახმარების გაწევა მუნიციპალიტეტს არ შეუძლია.  თუმცა დავით დუმბაძის თქმით გეოლოგიური დასკვნის შემდეგ აღნიშნულ ოჯახზე განმეორებით იმსჯელებენ. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში