ოკუპირებულ ტერიტორიებთან მცხოვრებ სტუდენტებს სწავლა სრულად დაუფინანსდებათ

15 დეკემბერი 2016, 00:00 1756 ნახვა

ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს სწავლის საფასურს სახელმწიფო  სრულად დაუფინანსებს. შესაბამისი განკარგულება მთავრობამ გამოსცა. პროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ სტუდენტები, რომელთა ოჯახებმაც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის გადმოწევის, მავთულხლართების გავლებისა და სხვა ბარიერების აღმართვის შედეგად მიიღეს ქონებრივი ზიანი და რომლებიც სწავლობენ ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.

ამავე კატეგორიაში