გორჯელაძეების ოჯახის მოთხოვნა

12 დეკემბერი 2016, 00:00 3037 ნახვა

ჩაქვში, სოფელ საჩინოში მცხოვრები გორჯელაძეების ოჯახი საფრთხის წინაშეა. საკარმიდამო ნაკვეთს ნაპრალები გაუჩნდა, რასაც გორჯელეძეები მიმდებარედ ავტობანის მშენებლობას უკავშირებენ. ოჯახის ერთ-ერთი წევრის განმარტებით, მიწის ნაკვეთს ბზარები, ესტაკადისთვის საჭირო ბურჯების მოწყობის დროს გაუჩნდა და ნაპრალები, როგორც ამბობენ, უკვე საცხოვრებელ სახლს უახლოვდება. მათ ტერიტორიის გამაგრების მოთხოვნით მშენებელ კომპანია “სინო ჰიდროს“ არაერთხელ მიმართეს, თუმცა რეაგირება, როგორც ამბობენ, ამ დრომდე არ მოუხდენიათ. ოჯახის წევრების მცდელობით, გარკვეული პერიოდი ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები შეჩერებული იყო, თუმცა უკვე აღდგა. გორჯელაძეები დღეს სამართალდამცავ უწყებაშიც დაიბარეს, სადაც, როგორც ამბობენ, მშენებლობისთვის ხელშეშლის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული პროცედურები გააცნეს. კომპანია “სინო ჰიდროში” განმარტებას მოგვიანებით გააკეთებენ.

ამავე კატეგორიაში