ფინანსთა სამინისტროს განცხადება

02 დეკემბერი 2016, 00:00 3401 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 2015 წლის 1 იანვრამდე უცხოური ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების გალარების ერთჯერადი სოციალური პროგრამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ  სესხების გალარება ნებაყოფლობითია. ბანკები ვალდებულნი არიან ამ პროგრამის შესახებ აცნობონ ყველა მსესხებელს, რომელმაც ამ დახმარებით შეიძლება ისარგებლოს და შესთავაზონ მათ თავიანთი პირობები. მთავრობა უზრუნველყოფს შეღავათიანი კურსით სესხების გალარების ხარჯების სუბსიდირებას. ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს მიაწვდის გალარებისთვის საჭირო აშშ დოლარს და მოახდენს ლარის ლიკვიდობით მხარდაჭერას. პროგრამა არ ითვალისწინებს ბანკების მიერ დამატებითი ხარჯების გაწევას. 

ამავე კატეგორიაში