მთავრობის დაკომპლექტების საკითხზე პარლამენტი მომავალ კვირას იმსჯელებს

19 ნოემბერი 2016, 00:00 3072 ნახვა

პირველი საკითხი, რაზეც მე-9 მოწვევის საკანონმდებლო ორგანო იმსჯელებს, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაა. დეპუტატები მზად არიან საკითხის განსახილველად. მმართველი  გუნდი გიორგი კვირიკაშვილს ეფექტურ მართველად მიიჩნევს. მათი მოსაზრებით,  პრემიერობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილი გუნდი მათთვის მისაღები იქნება. იქნება თუ არა სამინისტროების ოპტიმიზაცია ან საკადრო ცვლილებები, დეპუტატები არ აკონკრეტებენ. ისინი საკითხზე მომდევნო კვირაში იმსჯელებენ.

ამავე კატეგორიაში