არჩევნების მეორე ტური - წინასწარი შედეგი

31 ოქტომბერი 2016, 00:00 2773 ნახვა

პირველადი მონაცემებით, აჭარაში ყველა მაჟორიტარულ ოლქში “ქართული ოცნება” დემოკრატიული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. ამ წინასწარი მონაცემებით, სავარაუდოთ, აჭარის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა “ქართული ოცნება დემოკრატიულ საქართველოს” ექნება. არჩევნების პირველ ტურში პარტიამ 8 მანდატი მოიპოვა. ექვს მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების შემდეგ კი სავარაუდოთ, ჯამში 14 მანდატი ექნება. აჭარის უმაღლეს საბჭოში 5 მანდატი აქვს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 1- “დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი, გაერთიანებულ ოპოზიციას” და ასევე 1 მანდატიაქვს  “ნინო ბურჯანაძე დემოკრატიულ მოძრაობას“.

ამავე კატეგორიაში