ნათია კაპანაძე უფლებამოსილების შესრულებას 21 დეკემბრიდან შეუდგება

25 ოქტომბერი 2016, 00:00 2560 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის  აჭარის ტელევიზიისა და  რადიოს  დირექტორი ნათია კაპანაძე გახდა. იგი მრჩეველთა საბჭომ სამი ხმით აირჩია. ახალი დირექტორის არჩევას  ორი ტური  დასჭირდა. განმეორებითი კენჭისყრა ორ კანდიდატს, გიორგი მოისწრაფიშვილსა და ნათია კაპანაძეს შორის გაიმართა. ნათია კაპანაძე პოსტს  21  დეკემბერს, სამი წლის ვადით ჩაიბარებს,   მანამდე  კი  ხელმძღვანელად სოსო სტურუა  რჩება. საზოგადოებრივი მაუწყებლსი აჭარის ტელევიზიის რიგით მეორე დირექტორი აცხადებს, რომ  ის  პროგრესზე  ორიენტირებული და  ყველა  წამოწყებულ  საქმეს  ტელევიზიის  არსებულ შემადგენლობასთან ერთად  გააგრძელებს. ორი დღის განმავლობაში  დირექტორის არჩევის  პროცესს  აკვირდებოდა  მესამე  სექტორი. 

ამავე კატეგორიაში