ხანძარი კალიფორნიაში კატასტროფად იქცა

10 სექტემბერი 2020, 21:37 760 ნახვა

ამერიკაში, კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში ტყის ხანძრის გამო ეკოლოგიური სიტუაცია გაუარესდა. სან-ფრანციკოს ყურის რაიონში მდებარე ქალაქებში ბოლო თვის განმავლობაში არაერთხელ დაფიქსირდა ჰაერის ცუდი ხარისხი.სტიქიური უბედურების რაიონში სქელი კვამლის გამო ცა ნარინჯისფერია, ზოგიერთ ადგილში წითელი. ალაგ-ალაგ ციდან ფერფლი ცვივა თითქოს თოვს. სოციალური ქსელები უჩვეულო სანახაობის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალით აჭრელდა. ზოგს მომხდარი პლანეტა მარსზე პეიზაჟებს აგონებს, სხვები კი მოვლენას აპოკალიფსურს უწოდებენ.

აშშ-ის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური განმარტავს, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ძლიერმა ქარმა ჩრდილოეთ კალიფორნიაში ტყის ხანძრის ფერფლი ოკეანის სანაპიროებისკენ გადაფანტა. კლიმატის ცვლილების გამო კალიფორნიაში ტყის ხანძარი და ამინდი სულ უფრო ექსტრემალური ხდება. მეცნიერების ვარაუდით, სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება.

სტიქიის ზონიდან 20 ათასი ადამიანი ევაკუირებულია. ტყის ხანძრებმა უკვე 3 ადამიანი იმსხვერპლა, რამდენიმე ადგილობრივი მკვიდრი და მეხანძრე დაშავებულია. უგზოუკვლოდ დაკარგულთა სიაში ათობით ადამიანია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში