„რამშტაინის“ ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა დღეს შედგება.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, განიხილავენ თუ რამდენად სწრაფად არის შესაძლებელი სირთულეებისა და პრობლემების გადალახვა, რომლებიც უკრაინას ნახევარი წლის განმავლობაში დაუგროვდა მაშინ, როდესაც შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ მხარდაჭერის შესახებ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინამ ამ მხარდაჭერის მიღებისთვის პოლიტიკურად უკვე იმუშავა და ახლა პაკეტების საჭირო იარაღით შევსებაზე მუშაობაა საჭირო.