უმაღლეს საბჭოში სხდომები უქმე დღეებშიც გაიმართება - Adjara TV

უმაღლეს საბჭოში სხდომები უქმე დღეებშიც გაიმართება

07 აგვისტო 2020, 18:33 297 ნახვა

უმაღლეს საბჭოში სხდომები უქმე დღეებშიც გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე მიიღეს. ხვალ პლენარულ სხდომაზე სხვადასხვა საკითხთან ერთად ბიუჯეტში შესატან ცვლილებების პროექტზე იმსჯელებენ, ამასთან დღის წესრიგში იქნება საკითხი ჯილდოებისა და საპატიო წოდებების მინიჭების შესახებ. ამასთან, ბიუჯეტის ხარჯზე გაცემული სესხების რესტრუქტურიზაციის კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტები იმუშავებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში