საპიკნიკე ინფრასტრუქტურა

12 აპრილი 2024, 10:44 1135 ნახვა

შუახევში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 9 აპრილის ხეივანში საპიკნიკე ინფრასტრუქტურა მოეწყობა. რესტავრაცია ჩაუტარდება 9 აპრილის მემორიალს.

მოეწყობა მიმდებარე ტერიტორია, ფერდსამაგრი კედლები, საშხაპე კაბინა, სველი წერტილი, გარე განათება და ბილიკები.

სივრცე გათვლილია როგორც ადგილობრივებისთვის, ისე მთაში მოგზაურობის მოყვარული ვიზიტორებისთვის. პროექტი ორწლიანია, რომელიც მიმდინარე წელს დასრულდება და ჯამში 283 628 ლარამდე დაიხარჯება.

გასულ წელს ნაჭივრის ხიდზე მოეწყო საპიკნიკე ინფრასტრუქტურა, რომელსაც ფრიდონ ქარცივაძის სახელი მიენიჭა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში