მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები დაამტკიცეს შუახევში. საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები მიმდინარე წელს აჭარის კაპიტალური ტრანსფერით მიღებული ბიუჯეტით დაგეგმილი საქმიანობის ნუსხას გაეცნენ და მხარი დაუჭირეს.
ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის წელს 600 ათას ლარზე მეტია გათვალისწინებული, რომლითაც თვითმმართველობა სხვადასხვა მცირე პროექტს დააფინანსებს.
მოსახლეობის მოთხოვნა ძირითადად გარე განათებებსა და შიდა საუბნო გზების მოწესრიგებას უკავშირდება.
საკითხს მხარი დაუჭირა ოპოზიციამაც, თუმცა გარკვეული სახის რეკომენდაციები და შენიშვნები ნაციონალურ მოძრაობას მაინც ჰქონდა.