ყარაჯალარში ეპიდემიოლოგები მუშაობენ

27 ივლისი 2020, 18:07 1098 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მოშვება, რაც საზოგადოებაში იგრძნობა, დაუშვებელია. მისივე თქმით, კოვიდ ინფექცია ქვეყანაში ცირკულირებს, ამიტომ დამშვიდების საფუძველი არ არის. კორონავირუსზე ტესტირება ყველა ბაზრობაზე ჩატარდება. დღეს საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აჭარაში კოვიდ 19 ერთ ადამიანს დაუფიქსირდა. ინფიცირებული საკარანტინო სივრციდანაა. იგი  უცხოეთიდან დაბრუნდა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების „ორი ცხელი წერტილია“. ერთი  გარდაბნის მუნიციპალიტეტია,  მეორე კი  - ბაზრობები. კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება ყველა ბაზრობაზე დაიწყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში