„გენეტიკური კვლევები პერსონალიზებულ მედიცინაში“ ბათუმმა სამედიცინო კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენციას სხვადასხვა პროფილის ექიმები, მათ შორის, ექიმი გენეტიკოსები ესწრებოდნენ.
მედიკოსებს, როგორც ქართველმა, ისე თურქმა კოლეგებმა მედიცინაში გენეტიკური კვლევების მნიშვნელობასა და მკურნალობის პროცესში მის ეფექტურობაზე ისაუბრეს. მათი თქმით, გენეტიკური კვლევები ექიმებს საშუალებას აძლევს პაციენტს პერსონალიზებული მკურნალობა დაუნიშნოს. კონფერენციას ესწრებოდნენ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები.
შეხვედრა საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი ლაბორატორიის ორგანიზებით მოეწყო, სადაც გენეტიკური კვლევები ტარდება.