ნიკა გვარამია შაქარაშვილის საქმეზე გამოიკითხა   

12 ივლისი 2020, 12:16 337 ნახვა

გამოძიებას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ მკვლელების აღმომჩენები და გამომძიებლები არ ვართ, ჩვენ ვართ გამომძიებელი ჟურნალისტები, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქმე გაიხსნას, - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში დაკითხვის შემდეგ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.ნიკა გვარამიას თქმით, მასთან კითხვები იყო წყაროს ვინაობასთან დაკავშირებით, რომელიც არ გაასაჯაროვა და იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებსაც გვარამიას განმარტებით, ის ეთერში, როგორც ლოგიკურ ვარაუდებს ისე გამოთქვამს.გვარამია არ გამორიცხავს რომ გამოკითხვაზე ის ჟურნალისტებიც დაიბარონ რომლებიც ამ თემაზე მუშაობდნენ.

გვარამია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გიორგი შაქარაშვილის საქმის შესახებ მთავარი არხის ეთერში აქტიურად საუბრობს. პირველად მან გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ დიდუბეში გიორგი შაქარაშვილის მეგობარი, გურამ ამირხანაშვილი თეთრპერანგიან პირს ელაპარაკება, რომელიც თეთრი მიკროავტობუსიდან გადმოვიდა. მთავარი არხის დირექტორი ამტკიცებს, რომ კრიმინალური ავტორიტეტი, "კაწროა" და ფეხბურთელის ცხედარი მანქანაში იყო. ის გამოკითხვაზე სწორედ მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით დაიბარეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში