პანდემიის გამო გადავადებული და შეჩერებული პროექტები ქედაში

18 ივნისი 2020, 20:02 536 ნახვა

შეჩერებული ტენდერები ქედის მუნიციპალიტეტში. სოფელ აქუცის  ხიდი, დაბა ქედის სტადიონი და პარკი ამ დრომდე რეაბილიტაციის მოლოდინშია. აქუცში მცხოვრებლები, წლებია  გარესამყაროს  საცალფეხო/საბაგირო ხიდით უკავშირდებიან.

ეპიდემიასთან ერთად, მოსალოდნელ რთულ კლიმატურ პირობებს ასახელებს პროექტების შეჩერების მიზეზად, ქედის საკრებულოს თავმჯდომარე და ამბობს, რომ  ინფრასტრუქტურული სამუშაოების უმეტესობა წელს დასრულდება.

ოპოზიცია კი მუნიციპალიტეტის თვითმართველობას ანტიკრიზისულ გეგმას უწუნებს. აქ ფიქრობენ, რომ შეჩერებული ტენდერები ხელმეორედ მალევე უნდა გამოცხადებულიყო.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში