კორონავირუსისგან 8 ადამიანი განიკურნა

18 ივნისი 2020, 10:04 922 ნახვა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ხუთივე იპორტირებული, ანუ შემოტანილია.  გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი. განიკურნა.  ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 739-ია.  

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კიდევ 4 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი ოკუპირებულ ცხინვალში. გუშინ 46 ტესტის პასუხი გახდა ცნობილი.

4 ინფიცირებულიდან სამი რუსეთიდან დაბრუნებული კურსანტი და ერთი სამხედრო პირია.რაც შეეხება აჭარას    196 ადამიანს ჩაუტარდა შესაბამისი ანალიზი, არცერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში