მაჭახელას ეროვნული პარკი 120 000 ევროს ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას მიიღებს

16 ივნისი 2020, 13:11 2157 ნახვა

მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, 120 000 ევროს ღირებულების ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას მიიღებს. აღნიშნულს   დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს.

ხელშეკრულების თანახმად, თანხა მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის ეფექტიანობის და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ასევე, შრომითი მოტივაციის ამაღლებას, მათ შორის, სახელფასო დანამატების გაცემას მოხმარდება.

მაჭახელას ეროვნული პარკი 2012 წელს, ქალაქ ბათუმიდან 30 კმ-ის დაშორებით შეიქმნა. პარკის შექმნის მიზანს უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და კოლხური ტყეების ეკოსისტემის გრძელვადიანი დაცვა წარმოადგენდა.

კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან 2013 წლიდან თანამშრომლობს. კავკასიის ბუნების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, დღემდე, 10 ეროვნული პარკი სარგებლობდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში