ინფიცირებულების წყარო ისევ დაუდგენელია - გამკაცრდება თუ არა ზომები?

11 ივნისი 2020, 17:59 2562 ნახვა

კოვიდ 19 -ი კიდევ სამ მედიკოსს დაუდასტურდა. ჯამში, ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 4-ის ინფიცირების  წყაროს ამ დრომდე ვერ ადგენენ.   მედიკოსები ვირუსის მეორე ტალღას არ გამორიცხავენ, ამირან გამყრელიძე საუბრობს შემსუბუქებასა და რეკომენდაციების დაცვას შორის ბალანსზე.

დღეს  მან საზოგადოებას მოუწოდა, რომ არ შეექმნათ ილუზია,  თითქოს საქართველოში კორონავირუსი დამარცხებულია. მსგავსი შინაარსის განცხადება დღეს პრემიერმაც გააკეთა, მიზეზად კი დაინფიცირების დაუდგენელ ახალ შემთხვევებს ასახელებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში