საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

01 ივნისი 2020, 15:00 297 ნახვა

კორონავირუსის გამო რეგულაციების გამკაცრების საჭიროება ამ ეტაპზე არ არის - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ დღევანდელი მოცემულობით, არც არდადეგების გახანგრძლივების, ან სასწავლო პროცესის გადადების აუცილებლობაა. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმაც. გიორგი გახარიამ მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ  გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, ატარონ  პირბადე  და  დაიცვან სოციალური დისტანცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი