საკონსტიტუციო სასამართლოში პლენუმის მეცხრე წევრს აირჩევენ

29 მაისი 2020, 12:15 223 ნახვა

ამ წუთებში უზენაეს სასამართლოში სხდომა იწყება. რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მეცხრე წევრს აირჩევენ. მისი ვინაობა, ამ დრომდე, უცნობია.  რაც, არასამთავრობო სექტორის შეფასებით, პროცესის გამჭვირვალობას და სანდოობას ვერ უზრუნველყოფს. 

ვაკანსია საკონსტიტუციო სასამართლოში 15 ივნისიდან  მას შემდეგ გაჩნდება, რაც მოქმედ თავმჯდომარეს, ზაზა თავაძეს უფლებამოსილების ვადა ეწურება. თავაძეს, კანონმდებლობის მიხედვით, მეორედ ვეღარ აირჩევენ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ცხრა მოსამართლისგან შედგება, სწორედ მათგან უნდა შეირჩეს ის ერთი, რომელიც სასამართლოს 5 წლის ვადით უხელმძღვანელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი