ბათუმში მაშველებმა ქალი და მისი ძაღლი გადაარჩინეს

17 მაისი 2020, 20:21 812 ნახვა

ბათუმში მაშველებმა ახალგაზრდა ქალი და მისი ძაღლი გადაარჩინეს

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ბათუმში, ზღვის ნაპირზე ბეტონის ფილაზე მოქალაქე ძაღლთან ერთად იყო შემორჩენილი და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უმოკლეს დროში გამოცხადდნენ და ახალგაზრდა ქალი, ოთხფეხა მეგობართან ერთად, უსაფრთხო ადგილზე სპეციალური აღჭურვილობის მეშვეობით უვნებლად ამოიყვანეს. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში